|
2019-09-30 15:55:40, 1289 ნახვა
საზოგადოება
ვოლვო საქართველოს სპეციალური შეთავაზება
„ვოლვო საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს, მიმდინარე შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია გაიყვანოს ვოლვოს სასურველი მოდელის ავტომობილი თიბისი ლიზინგის 0%-იანი თანამონაწილეობით და ამასთანავე გადახდა მოგვიანებით დაიწყოს. აქცია მოქმედებს „ვოლვო საქართველოს“ შოურუმში წარმოდგენილ ყველა მოდელზე. „ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია SUV სერიის სრული ასორტიმენტი, ასევე 2019 წლის მოდელები XC40, XC60, XC90 და V90 Cross County. „ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიზიტი, უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს. „ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა“ - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ. „ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.
(R)
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)