20:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 13:56:17, 763 ნახვა

საზოგადოება
რიჟვაძე: „ოცნების ქალაქთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე

აჭარის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქის" მიმდინარე პროექტს გამოეხმაურა:

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართულ შეკრებას ე.წ. ოცნების ქალაქში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში  ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება.  ამავე დროს მინდა,  კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან" დაკავშირებით,  რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად", რა თქმა უნდა უპირობოდ იქნება შესრულებული. გადაწყვეტილების მიღებისთანავე გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის დაწყებისთვის. დღეის მდგომარეობით უკვე პროექტირება  დასრულებულია, ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დავიწყებთ მშენებლობას.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ამ ნაწილში მთლიანად გუნდი არის ერთიანი და წლევანდელ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი მშენებლობისთვის და ასევე, მომავალ წელსაც არსებობს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო  1000-მდე ბავშვის იმ მდგომარეობაში ყოფნა. შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ყველა უსახლკარო მიიღებს ბინას და არავის მივცემთ უფლებას, არც პოლიტიკოსებს და არც არაპოლიტიკოსებს, რომ ნიველირება მოახდინონ ან ჩრდილი მიაყენონ ამ გადაწყვეტილებას. ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს ვთხოვ, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი გაუწიონ იქ მიმდინარე პროცესებს, და კიდევ უფრო უკეთ იქნას ახსნილი, როგორც დღეს არსებული მდგომარეობა, ასევე დაგეგმილი ღონისძიებები.

მთავრობის სხდომაზე აჭარაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასევე, განიხილეს სოფლის მეურნეობისა და განთლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებები.

სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქედის მუნიციპალიტეტში მოღვაწე პედაგოგები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics