04:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 11:12:26, 1486 ნახვა

რეგიონი
ხატია წილოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო მაჩხაანის, გამარჯვებისა და ხორნაბუჯის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. 

ხატია წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე  გარემოს დაცვის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები მევენახეობა, მეცხოველეობა და მარცვლოვანი კულტურების წარმოებაა, შესაბამისად, მოსახლეობის  შეკითხვები სწორედ აღნიშნული დარგების განვითარების ხელშეწყობას უკავშირდებოდა. ამასთან, ადგილობრივებმა ძირითად საჭიროებად სასმელი წყლის, ქარსაფარი ზოლების, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასარწყავიანების, შიდა გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დაასახელა.

როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრების მიზანია მოსახლეობის პრობლემების ადგილზე გაცნობა, რათა ყველა მუნიციპალიტეტის ძირითადი საჭიროები მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს.   ადგილობრივების მიერ დასახელებული  პრობლემები ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველა მათგანის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან, სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics