|
2015-07-14 17:21:27, 595 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მეცნიერებათა აკადემიაში საზეიმო ღონისძიებას - „ალექსანდრე ქართველი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“ დაესწრო. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა და აშშ-ში მოღვაწე, ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის წარმატებულ საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა. „ალექსანდრე ქართველი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე სასახელო ქართველია განსაკუთრებით ჩვენთვის, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის, სამხედრო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამ მასშტაბის პიროვნება სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მომავალმა თაობებმა რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდნენ მათ შესახებ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ეროვნული არქივისა და აკადემიური წრეების ხელმძღვანელები დაესწრნენ. აშშ-ში მოღვაწე ქართველ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილს (ქართველი) აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. მის სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა, მათ შორის P-35, P-47, F-84, F-105 და A-10. ეს ის თვითმფრინავებია, რომლებსაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალები ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კამპანიებში იყენებდნენ - II მსოფლიო ომში, კორეაში, ვიეტნამში, ერაყში, ავღანეთში და ა.შ. ქართველი ავიაკონსტრუქტორის მიერ შექმნილი ერთ-ერთი სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი A-10 Thunderbolt II ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებაში დღემდე გამოიყენება და 2025 წლამდე იფრენს. ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) აშშ-ის ატომური კომიტეტის წევრი იყო, მუშაობდა NASA-ს გასაიდუმლოებულ და მთვარის პროექტებზე. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)