19:44 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 17:41:30, 3458 ნახვა

საზოგადოება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა საყვარელი მწერალი ვერ დაასახელა [ვიდეო]

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მამუკა ვასაძემ საყვარელი მწერალი ვერ დაასახელა.

შესაბამისი კითხვით ვასაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მიმართა:

„მე მგონია, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატი მხოლოდ კანონებსა და კოდექსს კი არ უნდა ფლობდეს, არამედ სხვა მხრივაც უნდა ჰქონდეს ინტერესი. ალბათ გიყვართ კლასიკური ლიტერატურა და იქნებ დაგვისახელოთ თქვენთვის ახლობელი მწერლები ვინ არიან, რომელთაც რაღაც ბიძგი მოგცეს ცხოვრებაში. არის ბევრი ისეთი ნაწარმოებები, რომელიც, სწორედ, თქვენ პროფესისასთან ახლოს არის და იქნებ დაგვისახელოთ რამდენიმე მწერალი და ამით თქვენი პორტრეტი საზოგადოებისთვის სრულყოფილი გახდეს“, - მიმართა ქანთარიამ მოსამართლეობის კანდიდატს.

დეპუტატის კითხვას ვასაძემ ასე უპასუხა: „პირდაპირი ტექსტით რომ გითხრათ ჩემს წინაპრებში არცერთი პირი პროკურატურის, არც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ ყოფილა. სხვა პროფესიას ემსახურებოდნენ. ძირითადად იყვნენ მასწავლებლები და ასე შემდეგ. მე ვარ სანათესაოში პირველი პირი, რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებში და შემდეგ უკვე პროკურატურაში მსახურობდა. ასე რომ რამე კონკრეტულს ვერ გამოვყოფდი, თუმცა საერთო ჯამში, ალბათ ყველაფერმა ერთად განაპირობა ალბათ სურვილი, წყურვილი და ასე შემდეგ... იურიდიულ პროფესისას რომ ეუფლები სამი მიმართულებაა: ადმინისტრაციული, სისხლი და სამოქალაქო“, - უპასუხა ვასაძემ დეპუტატს.

ამის შემდეგ ქანთარიამ კითხვა კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ე.ი. ვერცერთ მწერალს ვერ დამისახელებთ კონკრეტულს, „დანაშაული და სასჯელი“ ამდაგვარის ავტორსაც ვერა?!“, რაზეც ვასაძემ განმარტა, რომ ასეთი ბევრია, თუმცა კონკრეტულად ვერავის გამოყოფს.

 

მამუკა ვასაძის ბიოგრაფია









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics