18:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 12:17:21, 942 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: გამოკითხულთა 90% ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობ - ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება

ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის წელსვე დასრულების შესახებ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და ვაკის რაიონის გამგებლის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას კითხეს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, პროექტის მომავალ წელს გაგრძელების შესახებ. 

„მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვი, რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა. ვკითხეთ საზოგადოებას, თუ რას ფიქრობენ პროექტის სამუშაოების მომავალ წელს გაგრძელებასთან დაკავშირებით. „ფეისბუქით“ გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ხელმძღვანელობით,აზრი ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხეთ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების გაგრძელების მომხრეა. ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. ვფიქრობ, რომ სწორია სამუშაოების გაგრძელება და მოსახლეობასვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე ქვედა ფენებში გზა 15 ოქტომბრისთვის  მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოები ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. 

„ვინც გადაადგილდება ამ ქუჩაზე, ხედავს, თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. ოქტომბრის ბოლოსთვისთაქთაქიშვილის ქუჩამდე, პირველ ფენაში, გზა იქნება მოწყობილი. ჩვენ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. ანალოგიურად, ვაკის პარკამდე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics