18:05 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 14:37:12, 763 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ასამბლეის 74-ე სესიას დაესწრო

 „ერთად ვიმოძრაოთ, უფრო ჯანმრთელი მსოფლიოს ასაშენებლად“, - ამ სიტყვებით გაიხსნა, გაეროს 74-ე ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც წელს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკას მიეძღვნა.

უმაღლესი დონის შეხვედრას, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ.

ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს, რომელშიც ასახულია 2030 წლისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი ამოცანები და გამოწვევები. დეკლარაციის მიხედვით ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის აღიარება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციაა. განსაკუთრბული ყურადღება დაეთმო, პირველადი ჯანდაცვის როლის განვითარებას მსოფლიოში.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics