18:05 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 12:52:18, 904 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი იმართება

ბათუმში, 2019 წლის 24-27 სექტემბერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით საზღვაო მოძრაობის გაიოლების შესახებ ეროვნული სემინარი  (NATIONAL SEMINAR ON FACILITATION OF INTERNATIONAL MARITIME TRAFFIC) იმართება. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის განცხადებით, სემინარი დაიგეგმა საქართველოს მოთხოვნით IMO-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში მთავრობის ინიციატივის - საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის ხელშესაწყობად და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნავსადგურებში გემების მიმოსვლის პროცესებში უშუალოდ ჩართული სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

- „სემინარი ტარდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მხარდაჭერით, რაც ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში გამოიხატება. ვფიქრობთ, რომ მათგან მიღებული ცოდნა და გაზიარებული გამოცდილება მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ჩვენი საპორტო პროცედურების დახვეწასა და თანამედროვე მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაში“ - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

ვორქშოფზე საერთაშორისო ექსპერტები დეტალურად განიხილავენ საქართველოს სანავსადგურე სექტორში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პერსპექტივებს და მოსალოდნელი შედეგებს, ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღების/გაფორმების თანამედროვე ელქტრონული ასპექტების შესახებ კონცეფციას, საქართველოში არსებული გემებისა და ტვირთების მიღების/გაფორმების სისტემას და არსებული გამოწვევებს.

როგორც IMO-ს გემების მოძრაობის გამარტივების სამმართველოს უფროსმა ჯულიანა ბრილგარსიამ აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აქტიური წევრია და თავისი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის მუშაობაში. IMO მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარების ინიციატივებს, მათ შორის ქართულ ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics