|
2019-09-24 11:36:57, 2515 ნახვა
კომენტარი
ბესელია - ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი ვიცი
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება შესაცვლელია. დეპუტატის განმარტებით, მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო სისტემის იმგვარად შეცვლა, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა აღარ მომხდარიყო. მანვე დასძინა, რომ მსგავსი ტიპის ზეწოლა ამ დრომდე ხორციელდება და ამის რამდენიმე ფაქტი პირადად იცის. "ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას თუ მუხრუჭებს, თავად უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც სხვა ვერავინ ისაუბრებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ყველაზე ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. ოხანაშვილი ნუ მასწავლის ვის და სად უნდა მივმართო. მასზე ბევრად ადრე ვისწავლე ეს მიმართულებები. ამიტომ მოსწავლე მასწავლებელს ვერ ასწავლის. მე უბრალოდ გეტყვით, რომ არ იქნება ეთიკური ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად, მაგრამ თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად, იმ ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ეს ჩემთვის ამაზრზენია. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ასეთი ზეწოლა არ ხდებოდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ეს ის თემა არ არის, სადაც შეიძლება მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. მე ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი. ვიცი იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კადრები 27 იანვარს სოციალური ქსელების მეშვეობთ გავრცელდა. მან აღნიშნული ფაქტი მოსამართლეების საკითხს დააკავშირა და სამართალდამცავ ორგანოებს მოწუოდა საკიტხი რაც შეიძლება მალე გამოიძიონ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)