2019-09-23 15:27:53, 1683 ნახვა
საზოგადოება
თელავში ყოფილმა ქმარმა მეუღლე მოკლა
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა 50 წლამდე ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.
ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,