09:04 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 13:10:39, 1078 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი  შეხვედრა ვაშინგტონში,  მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა. 

ჯანდაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის, ევროპისა და  ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში  ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს  ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო  ერთობლივ პროექტებზე -  „ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება  და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების  ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს  განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში მათი საპასუხო  ვიზიტი დაიგეგმა.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics