18:04 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 10:45:39, 887 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში  მიიღო მონაწილეობა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმით, რომ გარემოს გულშემატკივრები  უარს ამბობენ პირადი ავტომობილით სარგებლობაზე, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ, ჯანსაღ ტრანსპორტს. აუცილებელია გავაცნობიეროთ გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა, ვინაიდან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი  ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ჰაერის პოლიტიკის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. წლის დასაწყისში, ჰაერის პორტალის პრეზენტაცია გავმართეთ. აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დეტალურად, რეალურ დროში დაააკვირდეს ჰაერის მდგომარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ამ კუთხით,  ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი - სადგურების დამატება და პორტალზე მეტი ინფორმაციის დატანა გვაქვს გეგმაში; უახლოეს მომავალში ჰაერის მონიტორინგი ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. მონიტორინგი კი, პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ შემდგომში ჰაერის გაუმჯობესების ღონისძიებები ეფექტიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი აქტიური ჩართულობა.

„მთავრობა და პარლამენტი ძალიან მჭიდროდ მუშაობს, რომ ევროპული მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს, მაგრამ კანონმდებლობა კანონმდებლობად დარჩება, თუ ჩვენი გარემოსდაცვითი განათლება და ამ მიმართულებით ცნობიერება არ გაიზარდა. დღევანდელი და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ გარემოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე და ვიფიქროთ უკეთესობისკენ შეცვლაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღევანდელი ველომსვლელობა - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშმრომლობით, საქართველოს გაეროს წარმომადგნელობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის „სუფთა ჰაერისათვის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გაერიოს ელჩმა, საბინე მახლიმ, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა, სპორტსმენებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics