15:35 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 09:41:54, 478 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო უწყება - წითელუბნისა და ორჭოსანის ტერიტორიებზე შეჭრა, რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის ფაქტს ადასტურებს

უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" და აღნიშნული ნაბიჯი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიაჩნია.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება აქვეყნებს.

„უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთის მრიდან ეგრეთწოდებული შეთანხმების „მოკავშირეობა და ინტეგრაცია“ რატიფიკაციას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან და აღნიშნულ ნაბიჯს აფასებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მორიგ  უხეშ დარღვევად.

წითელუბანისა და ორჭოსანის დასახლებულ პუნქტებთან მიმდებარე ტერიტორიებზე შეჭრა რაც ამჟამად ხდება, ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეგიონში მცოცავი ანექსიის  ფაქტს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე აგრესია ანადგურებენ მსოფლიო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემას.

უკრაინა გმობს რუსეთის მხრიდან ამგვარ მიზანმიმართულ ქმედებებს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საწინააღმდეგოდ კონსოლიდაციისკენ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics