08:48 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 10:39:39, 1034 ნახვა

საზოგადოება
ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს. 

ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილეები დაესწრნენ. 

„ვილნიუსის სკვერი, რომელიც მთაწმინდის  ერთ-ერთ თვალსაჩინო და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, შეესაბამება ყველა იმ მოთხოვნას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. დღევანდელი კონცერტიც ეძღვნება მთაწმინდელებს, რომლებსაც ამ სკვერს, ასე ვთქვათ, ვაბარებთ. თბილისის მერიის პრიორიტეტი არის  გამწვანების ღონისძიებები და მუნიციპალიტეტი ყველა უბანში აქტიურად განახორციელებს მსგავს სამუშაოებს “, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

ვილნიუსის სკვერის პროექტის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია და იგი ლიეტუვის მხარემ საჩუქრად გადასცა თბილისს.

სკვერის სრული რეაბილიტაცია მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ,ვაიდას რამოშკამ შექმნა და თბილისს უსასყიდლოდ გადასცა.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.

სკვერში დამსვენებლებს ასევე, საშუალება აქვთ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეუძლიათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.

პროექტის განსახორციელებლად, მთაწმინდის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics