15:35 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 00:17:39, 629 ნახვა

პოლიტიკა
ქართველი ჟურნალისტები მცოცავ ოკუპაციას სოფელ ორჭოსანთან გააპროტესტებენ

ქართველი ჟურნალისტები საპროტესტო აქციის გამართვას საოკუპაციო ხაზთან გეგმავენ. ჟურნალისტები, სოფელ ორჭოსანთან, იმ ადგილას შეიკრიბებიან სადაც, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.

მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის ორგანიზება „ფეისბუქში“ მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლები, 14 ივლისს, 9:30 საათზე, სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ახალი საზღვრის დადგენის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთიც. საოკუპაციო რეჟიმმა, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბნის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ორი დღის წინ აღმართა.

შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics