2019-09-20 13:13:09, 824 ნახვა
საზოგადოება
მარჯანიშვილზე, შელაპარაკების ნიადაგზე ეთნიკურად არაბი დაჭრეს
თბილისში, მარჯანიშვილის გამზირზე შელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ეტნიკურად არაბია. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი, სახლში გაწერეს.
ექიმით განცხადებით, პაციენტს კისრის არეში მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება სსკ-ის 19 - 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან