|
2019-09-19 19:00:28, 1869 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, კარლჰაინც გორტანო. ავსტრიის ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის, ვოლფგანგ პეშორნის ოფიციალური მისალოცი წერილი გადმოსცა. ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს. ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.
(NS)
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)