16:25 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 17:13:10, 1832 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეთა ნაწილი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების,  შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება.

კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252-ე მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ 3 თვის ვადაში ეტაპობრივად შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება:

             დევნილები − 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 607 063 ლარი;

             ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები − 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 662 281.21 ლარი;

             სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები − 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 909 193 ლარი;

             ასაკით პენსიონერები − 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 853 933 ლარი;

             შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები − 2 083 საქმე, ჯამურად − 1 451 459 ლარი;

             მარტოხელა მშობლები − 132 საქმე, ჯამურად − 54 248 ლარი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics