08:44 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 16:57:38, 1700 ნახვა

საზოგადოება
მაგისტრალზე ტრაილერი პატრულს დაეჯახა - ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. 

არსებული ინფორმაციით, გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილს მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას ქარელის საავადმყოფოდან თბილისში შსს-ს ვერტმფრენით გადაიყვანენ. 

"სარეზერვო ზოლში მდგარ საპატრულო პოლიციის მანქანას უკნიდან შეეჯახა დიდი სიჩქარით მოძრავი ტრაილერი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ამოტრიალდა. შეჯახების შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. მათგან ერთი მძიმედ დაშავდა, მეორე მსუბუქად", - აცხადებენ უწყებაში.

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics