16:28 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 14:07:03, 1690 ნახვა

საზოგადოება
გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება

თბილისის მერმა მერმა კახა კალაძემ საქართველოს მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„პრემიერ-მინისტრმა დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია, ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია, ქალაქისთვის ძველი თბილისის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება. იცით, რომ ჩვენ გუდიაშვილის  მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 26 შენობიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, 22  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უშუალოდაა ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული სამუშაოების განხორციელებაში არიან ჩართულნი - ესენი არიან ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. სხვათაშორის, სამუშაოების დროს საინტერესო ნივთები იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, სამუშაოები 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება და გუდიაშვილის მოედნის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics