16:24 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 11:19:47, 1048 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ეკლესიის, ყველაზე უარყოფითად კი, პარლამენტის საქმიანობას აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აფასებს, ხოლო ყველაზე უარყოფითად - პარლამენტის.

კერძოდ, ეკლესიის საქმიანობას ძალია კარგად აფასებს გამოკითხულთა 21%, კარგად - 43%, საშუალოდ - 20%, ცუდად 4%, ძალიან ცუდად - 1%. 11%-მა ეკლესიის საქმიანობის შესახებ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

შემდეგ ადგილს იუსტიციის სახლები იკავებს. იუსტიციის სახლების საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად აფასებს, 49%- კარგად, 25%-საშუალოდ, 7%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად.

რაც შეეხება ჯარს, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად აფასებს, 45% - კარგად, 28% - საშუალოდ, 6% - ცუდად, 2% კი, ძალიან ცუდად.

პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 5% ძალიან კარგად აფასებს, 37%-კარგად, 37%- საშუალოდ, 12%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად.

საკრებულოების (მხოლო თბილისის გარეთ) საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 24% - კარგად, 36% საშუალოდ, 17% ცუდად, 3% - ძალიან ცუდად.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 3% ძალიან კარგად აფასებს, 22%- კარგად, 37%-საშუალოდ, 11% - ცუდად, 3%-ძალიან ცუდად.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 11%- კარგად, 34%- საშუალოდ, 21%-ცუდად, 6%-ძალიან ცუდად.

სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 10% კარგად აფასებს, 34%- საშუალოდ, 26%- ცუდად, 11%- ძალიან ცუდად.

თბილისის საკრებულოს მუშაობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფსებს, 8% - კარგად, 39% - საშუალოდ, 20% - ცუდად, 8% - ძალიან ცუდად.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას 8% - კარგად აფასებს, 39% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 10% კი, ძალიან ცუდად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics