2019-09-19 11:16:37, 1186 ნახვა
საზოგადოება
NDI - შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას მოსახლეობის 42% ემხრობოდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 42% შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ემხრობოდა.
კვლევის თანახმად, 20 ივნისის მოვლენების შესახებ მოსახლეობის 92%-ს სმენია. აქედან, 39% (მოსახლეობის 35,9 %) გახარიას გადადგომის მოთხოვნას არ იზიარებდა.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან