|
2019-09-18 14:32:15, 1277 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო
„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“ - ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა. მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო. პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე, მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია".
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)