|
2019-09-18 12:48:47, 1404 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაგრძელდება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, მერიის პოზიციაა, რომ პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. კახა კალაძემ ამ თემაზე მოსახლეობის მოსაზრების გასაცნობად ვაკის რაიონის გამგებელს, ნოდარ ტურძელაძეს, ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაციის დაწყება, შესაბამის სამსახურს კი სოციალურ ქსელში გამოკითხვის ჩატარება დაავალა. „იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ჭავჭავაძის გამზირი მოძრაობის მხრივ საკმაოდ დატვირთულია და მთლიანად დაკეტვა სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა, ჩვენ გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე მონაკვეთად დავყავით. პირველი იყო ვარაზსიხევიდან „პიქსელამდე“ მონაკვეთი, სადაც ძირითადი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია, ასფალტს ერთი ფენა დაგებულია. ახლა ეტაპობრივად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. უახლოეს დღეებში დაიწყება ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. რეაბილიტაციის შედეგად გვექნება სრულიად განახლებული გამზირი. განახლდება მოძრაობის სქემები. მოეწყობა, ასევე, საავტობუსო ზოლები და ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპი „პიქსელიდან“ რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გაზის მილების რეაბილიტაციით დაიწყო, რომელსაც კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ ახორციელებენ. „სამუშაოების მესამე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოები და გაზაფხულზე განვაახლოთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ რადგან დავიწყეთ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე მივიყვანოთ. მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ უმჯობესია, სამუშაოები ზამთარში გაგრძელდეს, რომ გაზაფხულზე ისევ ტალახი და მტვერი არ იყოს. ნოდარ ტურძელაძეს ვთხოვ, მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაიწყოს და მათი მოსაზრება გაგვაცნოს. გარდა ამისა, ჩავატაროთ გამოკითხვა სოციალურ ქსელში, რა დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეებს ამ კონკრეტული პროქტის მიმართ. მერიის პოზიციაა, რომ პროექტი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)