23:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 13:47:47, 3140 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი ოპოზიციას: პროდასავლურობა იმაში გამოიხატება, რომ თქვენი ატანა გვიწევს მაშინ, როდესაც აუტანლები გახდით

"პროდასავლურობა გამოიხატება არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც თუნდაც ამ პარლამენტში არის, რომ თქვენი ატანა გვიწევს მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით", - ამ სიტყვებით  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, სერგი კაპანაზეს მიმართა. 

ცქიტიშვილმა ის რეზოლუცია გაიხსენა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ ევროინტეგრაციის კომიტეტის 16 სექტემბრის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს ოკუპაციის თემით მანიპულირების მცდელობაა და მას ხელშესახები შედეგები არ მოჰყვება. 

„არ შემიძლია აღშფოთება არ გამოვხატო იმაზე, რაც დღეს ხდება და გუშინ რაც ხდებოდა ევროინტეგრაციის კომიტეტზე.  ე.წ. ევროპული და პროდასავლური ძალების წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პრიმიტიული მცდელობა იმის, რომ  ისე წარმოაჩინონ საკითხი, თითქოს ვიღაცა ბლოკავს იმ პროცესს, რასაც ჰქვია დეოკუპაცია  და თითქოს ისინი   გულანთებული ცდილობენ    ებრძოლონ მონსტრს და ურჩხულს, ჩვენი სახით.  მათ  ძალიან კარგად იციან ის, რომ ამ რეზოლუციის კონკრეტული შედეგები შეიძლება საერთოდ არაფრის მომტანი არ იყოს, მაგრამ გათვლილია ემოციურ ფონზე, რადგან ოკუპაცია მტკივნეულად გადის თითოეული მოქალაქის ემოციაზე და, შესაბამისად, ამ ემოციური ფონით მანიპულირების სურვილით არიან აღტკინებულები. 
მინდა ბატონ სერგის ერთი მტკივნეული საკითხი გავახსენო, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, რატომ ვერ შედგა სანქციები 2008 წელს, როდესაც ამის ყველაზე რეალური შესაძლებლობა იყო? ახალს არაფერს ვიტყვი, სააკაშვილის სიტყვებს გავიხსენებ - სწორედ ის, რომ მაშინდელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და უთხრა რომ ეს პროვოკაციაა და ამ პროვოკაციის თავიდან აცილება იყო მათი პირველი ამოცანა, რომ პრეზიდენტი სარკოზის რეკომენდაცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, იხსნა საქართველო უფრო ფართო ოკუპაციისგან და შეაჩერა რუსეთის ჯარის წამოსვლა დედაქალაქისკენ, არ გაიზიარეს. არ გაიზიარეს სტარატეგიული პარტნიორის, როგორც აშშ-ს სახელმწიფო და თავდაცვის მდივნის, ასევე მისი პრეზიდენტის, რომელსაც დღეს უკვე სხვა ეპიტეთებით იხსენიებს მაშინდელი პრეზიდენტი, რეკომენდაციები.  საბოლოო ჯამში, იმ კრიტიკულ მომენტში ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთავაზობდნენ კონკრეტულ სქემას როგორ გამოვსულიყავით ამ კრიზისიდან და არა ის, რომ თითქოს გაეროში არავინ პასუხობდა ზარს. თქვენი უგუნური, სწორხაზოვანი დაუფიქრებელი  პოლიტიკის გამო მივედით იქ, სადაც მივედით და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დადგა. ეს შედეგი კიდევ დიდხანს იქნება ჭრილობა, რომელიც საზოგადოებამ და სახელმწიფომ მიიღო. პროდასავლურობა რაში გამოიხატება: არა იმ სწორხაზოვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა იმ სწორხაზოვან და პრიმიტიულ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და, თუნდაც, ამ პარლამენტში არის , თუნდაც იმაში, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics