13:52 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 12:57:11, 307 ნახვა

პოლიტიკა
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო

ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო, ივანიშვილისთვისაც არის თარსი და აუცილებლად დამარცხებას გამოუწერს -  - ამის შესახებ შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, განსხვავებით ვუჩიჩისა და ორბანისგან, რომლებმაც სამართლიან არჩევნებში წააგეს და ეს აღიარეს, „ქართული ოცნება” ამბობს: „ჩვენ დამარცხებას არ ვაღიარებთ, გავანადგურებთ, დავიჭერთ და ავკრძალავთ ოპოზიციას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არ უნდა დავუშვათო”.

„კოალიცია ცვლილებებისთვის” ემზადება და ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის იყო სამართლებრივი არჩევნები. “ოპოზიციური ალიანსის” პირობებში საზოგადოებას 6 პუნქტიანი გეგმა შევთავაზეთ, თუ რას გულისხმობს სამართლიანი არჩევნები. ევროპის მასშტაბით გვაქვს ინფორმაცია, რომ კობახიძეს თარსი შეარქვეს, სადაც ჩავიდა არჩევნები ყველამ წააგო. ორბანიც და ვუჩიჩიც ორივე დამარცხდა, ორივემ აღიარეს დამარცხება, რადგან ისინი ორივე არიან პოლიტიკოსები, მოსწონდა თუ არა სერბ და უნგრელ ხალხს ისინი. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ჩვენ დამარცხებას არ ვაღიარებთ, გავანადგურებთ, დავიჭერთ და ავკრძალავთ ოპოზიციას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება არ უნდა დავუშვათო. თარსი კობახიძე ამას ვერ იზამს, ბიძინა ივანიშვილმა ეს კარგად იცის და დაგანახებთ, სად იქნება თარსი ირაკლი კობახიძე ოთხ-ხუთ თვეში. ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისთვის არის თარსი და მას აუცილებლად დამარცხებას გამოუწერს”, - განაცხადა თევზაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics