15:48 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 11:23:24, 1566 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავაც მაღალია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამასთან, გამოკითხულთა 17%-სთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი 14%-ია. 8% აცხადებს, რომ არ იცის უნდა გაწევრიანდეს თუ არა ქვეყანა ევროკავშირში, ხოლო ნატო-ს შემთხვევაში კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა. 

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics