|
2019-09-16 14:19:17, 2158 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა ხულორდავას: გიყენებდნენ შირმად, მაგრამ ეს ფუნქციაც წაგართვეს - ЦК-ს ინსტრუქტორის, ვოლსკის მესიჯბოქსს ნუ მისდევთ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას "შირმა" უწოდა. ბოკუჩავას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ევროპული საქართველოს" დადგენილებას განიხილავდნენ, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. დეპუტატის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ უმრავლესობას დადგენილებისთვის მხარი კომიტეტის სხდომის ფარგლებში მაინც დაეჭირა. "ამ დადგენილებას, რომ არ უჭერთ მხარს, ამით აძლევთ იმის შესაძლებლობას, თქვენ თუ ასე გგონიათ, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას რომ გამოიყენოს საკუთარ დღისწესრიგად?! თქვენ თუ ასე გგონიათ, პირიქით, მისი მხარდაჭერით მოხსნიდით ყოველგვარ შესაძლებლობა, იმისა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს საკუთარი დღის წესრიგისთვის. წარსულში ასეთი ტიპის დადგენილებებს თქვენ უჭერდით მხარს და მერე ამით ამაყობდით და ბაქი-ბუქობდით დასავლელ პარტნიორებთან, იძახდით, რომ სინამდვილეში ჩვენ პროდასავლური ძალა ვართ და აი ოპოზიციასთან ერთად მივიღეთ ასეთი ტიპის რეზოლუცია. მაგრამ ის ადამიანები ვინც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებებს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე, ეს არ ბრძანდებით თქვენ, ეს არ არის ბატონი დავით ზალკალიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები, მათ შორის გიორგი გახარია, რომელსაც "დოიჩე ველე" მოსკოვის კაცს უწოდებს. აქამდე თქვენ გიყენებდნენ შირმად, იმისთვვის, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები მაინც მიგეღოთ. ახლა ამაზეც უარი თქვეს და შირმის როლის ფუნქციაც კი, წაგართვეს. თქვენ წესით, ცკ-ს ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯბოქს კი არ უნდა მიზდევდეთ დღეს და მის დავალბებეს კი არ უნდა ასრულებდეთ, რომელიც თავად ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, არამედ მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ მას იმ კომპეტენციის ფარგლებში რაც გაგაჩნიათ, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის დონეზე მაინც რომ დაგეჭირათ მხარი ამ დადგენილებისთვის, თუ შემდგომ არ გეყოფოდათ იმის ავტორიტეტი, რომ პლენარულ სხდომაზე თქვენი კოლეგების მხარდაჭერა ჰქონოდა", - მიმართა თინა ბოკუჩავამ ხულორდავას. ამის შემდეგ ხულორდავას ბოკუჩავას მოუწოდა პოლიტიკური მანიპულაციებისგან თავი შეეკავა. "გეყოფათ პოლიტიკური მანიპულაციები. "დოიჩე ველე" თქვენ გციტირებთ", - უპასუხა ხულორდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)