23:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 12:20:17, 2206 ნახვა

კომენტარი
გახარია: „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები იმ ფასეულობების მატარებლები იქნებიან, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი უნდა გახადოს

„ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს და გახადოს ეს ქვეყანა, საბოლოოდ, ევროკავშირის ორგანული ნაწილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლისის ტბაზე, „ევროპული სკოლის“ მშენებლობის გახსნაზე განაცხადა.

გახარიამ განსაკუთრებული მადლობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსს გადაუხადა, რომელსაც, მისი თქმით, ამ წამოწყებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.

„ევროპული სკოლის“ გახსნა არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ხარისხობრივად ახალი დონის ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და, რაც მთავარია, საქართველოს და ევროკავშირს შორისთვის ურთიერთობისთვის. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ იოჰანეს ჰანსს, რამეთუ ცნობილია მისი პერსონალური, პირადი ღვაწლი ამ წამოწყების განხორციელებაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს სკოლა, მისი მნიშვნელობა, მისი ხასიათი ადასტურებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას, იმ სიღრმეს, რა დონეზეც ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა ვითარდება. რა თქმა უნდა, ამ სკოლის მოსწავლეები იქნებიან იმ ფასეულობების მატარებლები, რომელმაც უნდა გააძლიეროს და გახადოს ეს ქვეყანა, საბოლოოდ, ევროკავშირის ორგანული ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics