2019-09-15 22:07:25, 1406 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა
მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით.
შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.
ახალგაზრდა აღენიშნება თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,