15:13 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 14:31:27, 2134 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ჯიღაურას ბაზაზე: ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ საქართველოს რა შესაძლებლობები აქვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილმა ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა. 80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტალურ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშებისგან ღვინოებს ამზადებენ.

კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი შეიქმნა კვლევითი ცენტრი. პროექტს 2007 წლიდან ბანკი ,,ქართუ" ახორციელებდა 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა.

პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო.

პრეზიდენტმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის  პოტენციალის განვითარებაში.

,,ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტური განვითარებისათვის.  როცა ქვეყანას ვაზის  უძველესი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია. მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთ-ერთი ღონისძიება,  რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება. საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა. ამ ცენტრში მოვიყვან  ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტს კვლევით ბაზაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსმა და ზურაბ ხიდაშელმა უმასპინძლეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics