|
2015-07-13 14:07:59, 495 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ბევრი საკრებულოში იმისთვის მუშაობს, რომ პრივილეგიები მოირგოს და ბილეთების მოთხოვნაც ამის გამოვლინებაა
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დედაქალაქის საკრებულოს და სხვა საჯარო უწყებებს უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები არ უნდა გადაეცეთ. როგორც ელისაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საჯარო მოხელეებს მსგავსი პრივილეგიები არ უნდა ჰქონდეთ. „ჩემთვის არ იყო ცნობილი ამ ფაქტის შესახებ და არავის უთქვამს ამასთან დაკავშირებით. ეს ისტორია ძალიან გაუგებარია ჩემთვის. ასეთი რაღაცეები ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, რომ მთავრობა და ასეთი ხალხი პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ და ახლაც გაუგებარია. ბევრი საკრებულოში, მერიაში იმისთვის მუშაობს, რომ პრივილეგიები მოიგოს და არა იცხოვროს ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებით და ემსახუროს ხალხს. პირიქით ხდება და ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა როგორც ჩანს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ასეთი რამ. საკრებულოში მერიაში და სამინისტროებში მომუშავე ადამიანები ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან იმით უნდა განსხვავდებოდნენ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და უფრო მეტს უნდა მუშაობდნენ. არაფერი განმასხვავებელი მათ სხვა არ უნდა ჰქონდეთ, არანაირი პრივილეგია არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, ხელისუფლებამ ფეხბურთის ფედერაციისგან უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები 2 500 ბილეთის გამოყოფა მოითხოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქის საკრებულომ მატჩზე დასასწრები 300 ბილეთი მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)