2019-09-13 18:46:07, 1569 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის მერმა ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა
ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია Facebook-ზე ავრცელებს.
"პროექტის ფარგლებში, პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. სეზონის ბოლოს გამარჯვებული გუნდი ფულად პრიზს მიიღებს", - აცხადებს ზუგდიდის მერია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან