|
2019-09-13 13:12:25, 1486 ნახვა
რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში 150-მდე გიდი გადაამზადა
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში გიდების გადამზადება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით 40-მდე დამწყები და მოქმედი გიდი ტრენინგებს მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადის. ამჟამად, მათ სასწავლო-პრაქტიკული ტური მაჭახელას კულტურულ-ისტორიულ მარშრუტზე ჩაუტარდათ, სადაც ხეობის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და ტურისტულ სერვისებს გაეცნენ. ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს, ბათუმის ისტორიას სწავლობენ, მარშრუტებზე პრაქტიკული ტურებისას კი იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე ღებულებენ ინფორმაციას. თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეების ცოდნას სპეციალური კომისია შეაფასებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ანხორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)