|
2019-09-13 13:03:16, 4171 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: ინვესტორების განწყობები ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევაზე რეაგირებს
ინვესტორების განწყობები, იქნება ეს ადგილობრივი, უცხოელი თუ კვაზი უცხოელი, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევაზე რეაგირებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შესახებ. მაჭავარიანმა ზოგადად, რეგიონში, ეკონომიკური გარემოს დაძაბულობასაც გაუსვა ხაზი. “ინვესტიციების ბუნება, იქნება ეს უცხოური თუ ადგილობრივი, ეს აბსოლუტურად მეორადი საკითხია, დამერწმუნეთ. რომ იცოდეთ, უცხოური ინვესტიციების 60-70% ეს არის, სინამდვილეში, თავისი ბუნებით, ქართული, ადგილობრივი ინვესტიციები, გატანილი აქედან და შემოტანილი სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან. ამიტომ, თქვენ ჩემი თხოვნაა გაითავისოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეს არ არის გადამწყვეტი და მთავარი საზომი, მთავარი საზომია ინვესტიციები. როდესაც გვაქვს, ზოგადად, ინვესტიციების კლება, გეთანხმებით, რომ ეს არის იმის ნიშანი, რომ ინვესტორების განწყობები, იქნება ეს ადგილობრივი, უცხოელი, თუ კვაზი უცხოელი, ეს არის შედარებით დაბალ დონეზე. ამ განწყობების შემცირებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს: პოლიტიკური, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, რომელიც მოხდა 2 თვის წინ, მთავრობის ცვლილება და ა.შ. ამ ყველაფერზე რასაკვირველია, ბიზნესი რეაგირებს. აბსოლუტურად არ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი, ვინ არის მართალი, პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს - დამთავრებულია. დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან? იქნება რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაცა, იქაც არ აინტერესებთ, ამ შემთხვევაში, ვინ არის მართალი-მტყუანი, ტემპერატურამ აიწია? განწყობები შემცირდა. გარდა ამისა, რეგიონიც დაძაბულია ეკონომიკურად და ესეც პრობლემაა”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)