|
2019-09-11 15:26:28, 3823 ნახვა
კომენტარი
სალაძე - იმისათვის, რომ გახარიას წერილთან კავშირი დადასტურდეს, არაა აუცილებელი უშუალოდ მისი ანაბეჭდები აღმოჩნდეს
"როდესაც პროკურატურა არ კითხავს ადამიანებს, რომლებმაც ამ წერილის შესახებ გაიგეს, ისმის კითხვა - მას ობიექტურად გამოძიების მოტივი აქვს თუ უნდათ, უბრალოდ, ჩაფარცხონ ეს ნაწილი", - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატთან, ლევან კორძაძესთან შეხვედრის შემდეგ, იმ მუქარის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით მას ყოფილმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიას გაუგზავნა. სალაძის თქმით, იმისათვის, რომ გახარიას წერილთან კავშირის ფაქტი დადასტურდეს, არაა აუცილებელი წერილზე უშუალოდ გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდეს. "დაცვის მხარე საუბრობს იმაზე, რომ უამრავი ანაბეჭდია აღმოჩენილი დოკუმენტზე და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თავსართს, აღწერას, რომლის შემდეგაც პროკურატურამ ალბათ უფრო კვალიფიციური პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას იმის შესახებ, დაიწყებს თუ არა გამოძიებას. ვფიქრობ, მინიმუმ, როდესაც გამოკითხვის დროს გაცხადდა კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, პროკურატურას ეს ადამიანები უნდა გამოეკითხა და ამის შემდეგ უნდა ეთქვა, ამ წერილს რაიმე იურიდიული ძალა შეიძლება ჰქონდეს, თუ არა. როგორც დღეს გაირკვა, ეს პროცედურა პროკურატურას არ შეუსრულებია, რაც თავისთავად აჩენს ეჭვს გამოძიების ობიექტურობის კუთხით. ამ წერილზე აღმოჩენილია ანაბეჭდები. პირველ ეტაპზე, პროკურატურას შეუძლია მარტივად შეადაროს ეს ანაბეჭდები საქართველოში არსებულ ბაზას. ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია, სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ წერილზე იყოს უშუალოდ ბატონი გახარიას ანაბეჭდი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. თავისთავად საინტერესოა, გამომგზავნი მხარის მხრიდან, ვისი ანაბეჭდები იქნება ამ წერილზე. შესაძლოა, ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს, ვიდრე შეიძლება ეს იყოს გიორგი გახარია. შეიძლება ეს იყოს დაბალი ან მაღალი რანგის ჩინოვნიკი, სხვა ტიპის სამსახურთან ან პარტიასთან დაკავშირებული ადამიანი, შეიძლება ის არც იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი - მთავარია ვიცოდეთ, ვინ რა ფორმით მონაწილეობდა ამ პროცესში. როდესაც პროკურატურა არ კითხავს ადამიანებს, რომლებმაც ამ წერილის შესახებ გაიგეს, ლოგიკურად ისმის კითხვა - რა მოტივი აქვს მას, ობიექტურად გამოიძიოს ეს საქმე თუ ის, რომ უბრალოდ ჩაფარცხონ ეს ნაწილი", - განაცხადა სულხან სალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)