|
2019-09-11 13:04:51, 1771 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ კრაკოვში გამართულ სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2019 წლის 10 სექტემბერს “საქართველოს რკინიგზის” დელეგაციამ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში გამართულ რიგით მესამე სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ პოლონეთის სამთავრობო უწყებები, მსხვილი ბიზნესის და სექტორის უცხოელი წარმომადგენლები. დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებზე და „საქართველოს რკინიგზის” ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებზე. კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა PKP LHS-ს წარმომადგენლებთან და შეჯერდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა ევროპა-აზია-ევროპას მარშრუტზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გამოყენებით. ქართულმა მხარემ, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-რუმინეთსა და საქართველო-უკრაინას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კონტეინერების გადაზიდვის ხანგრძლივობას და ღირებულებას შავ ზღვაზე.
(R)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)