|
2019-09-11 12:59:31, 3046 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: რთველი წელსაც წარმატებული იქნება, სახელმწიფოს ყველა რესურსი მაქსიმალურად მობილიზებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული - მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. „სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა. სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს, მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები გახსნილია მთელი კახეთის მასშტაბით, რაც იმის გარანტიაა, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება. ფასებს რაც შეეხება, წელს შარშანდელ მინიმალურ ფასზე ქვემოთ ფასები არ ჩამოსულა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებია ყურძენზე ფიქსირებული ფასი აღარ არსებობს. მიკროზონების, ხარისხის, სახეობის მიხედვით ყურძნის ფასი არის სხვადასხვა. მათ შორის, საფერავის ფასი არის მინიმუმ ლარნახევარი, ორი ლარი ან მეტი ადგილწარმოშობის მიხედვით, რაც მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით და რეკორდული ფასებით. შარშანაც რქაწითელთან დაკავშირებით ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან გამოვედით, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დავტოვეთ. მინიმალური სტანდარტი სახელმწიფომ შექმნა იმ არაკონდიციურ ყურძენზე, რომელსაც ჩაბარების პრობლემა ჰქონდა და 70 თეთრი ღირდა. წელს ვითარება ანალოგიურია, ამიტომ სპეკულაციები ფასის კლებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)