2019-09-11 00:06:08, 6171 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მან თავად შეატყობინა.
„გუშინ ღამე ვაცნობე ჯონ ბოლტონს, რომ თეთრ სახლს მისი სამსახური აღარ ესაჭიროება. არ ვეთანხმებოდი ბევრ მის შეთავაზებას, ისევე როგორც ჩემი ადმინისტრაციის სხვა წევრები. მიუხედავად ამისა, მე ვთხოვე ჯონს, გადამდგარიყო. მისი განცხადება დღეს დილით გადმომცეს.“, – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,