|
2019-09-10 10:26:11, 2598 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გაიხსნა
დღეიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობაში განთავსდება. უნივერსიტეტის ახალი კორპუსის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. „ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის ასეთი საგანმანათლებლო სივრცე და ასეთი ინფრასტრუქტურა. კულტურა, თითოეული კულტურის მოღვაწე, განსაკუთრებით იმსახურებს ძალიან დიდ ხელშეწყობას ჩვენგან. მე მიხარია, რომ ამ განახლებულ კამპუსში, ამ განახლებულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დაფასებული პედაგოგი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტი. როგორც იცით განათლებას ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებულ რესურსს უთმობს და უკვე ძალიან მალე, 3 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტის 6%-ს, ძალიან დიდ ნაწილს, ანუ ბიუჯეტის 25 %-ს დავხარჯავთ განათლების სექტორზე. განათლებული თაობა და ადამიანები იქნებიან ის ხალხი ვინც შექმნის ხვალინდელ საქართველოს, ვინც დღევანმდელ საქართველოს გახდის." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტვით გამოსვლისას. ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. არსებულ ორსართულიან შენობაზე დაშენდა მესამე სართული, მანსარდით, ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. ასევე, დაპროექტდა 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავზე მოეწყო ტერასა. უნივერსიტეტის ახალ კორპუსს გააჩნია მცირე საკონცერტო, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები. მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები. ასევე მცირე სცენა. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში არის ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ერთდროიულად ისწავლება თეატრი, კინო, მუსიკა და სახვითი ხელოვნება. უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია. ამჟამად უნივერსიტეტის 375 სტუდენტიდან 317 ბაკალავრი და 58 მაგისტრანტია. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო 3 500 000 ლარი.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)