2019-09-08 12:22:18, 1776 ნახვა
საზოგადოება
„სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს.
მათი განცხადებით, ცხვრები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.
ამასთან, დემონსტრანტები აპირებენ, ცხვრები საშვთა ბიუროსთან მიყვანონ და მათი შენობაში შეყვანა სცადონ.
"სიმბოლური აქციია, რომელიც განასახიერებს იმ რეალობას, რაც ახლა პარლამენტში ხდება. ცხვრები არიან არსებები, რომელსაც მართავენ“, - აღნიშნეს აქციის მონაწილებმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან