|
2019-09-05 17:56:07, 1392 ნახვა
ეკონომიკა
წილოსანი: საბანკო რეგულაციების შემოღებით მცირე და საშუალო მეწარმეებს ზიანი მიადგათ
საპარალმენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, საბანკო რეგულაციების შემოღებით მცირე და საშუალო მეწარმეებს ზიანი მიადგათ. მისივე მტკიცებით, ადამიანებმა, ვინც კეთილსინდისიერად დაფარეს სესხი, აღარ მიეცათ საშუალება, რომ დამატებით გამოეტანათ ტექნიკა. „საბანკო რეგულაციებით ზიანი მიადგათ მცირე და საშუალო მეწარმეებს. ვგულისხმობ იმას, რომ განვადების პორტფელი ამ რეგულაციებით შემცირდა 42%-ით, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა, ვინც კეთილსინდისიერად დაფარეს სესხი, აღარ მიეცათ საშუალება, რომ დამატებით გამოეტანათ ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. მაგრამ ამის გარდა, ზიანი მიადგათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც თავინთი შრომით აწყობენ ბიზნესს და ჩვენი მხრიდან რეგულაციების შემოღებით მოულოდნელი მათ ეფექტი დაეცათ და თავიანთ ბიზნესს მიადგა ზიანი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)