12:10 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 12:28:34, 1014 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინში“ დანერგილ თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს შორისაა Medallia, Facebook Workplace–ი, Lever-ი, Talmundo და CrossKnowledge-ი

მობილური ოპერატორების საერთაშორისო ჯგუფმა „ვიონი“, მიიღო 2019 წლის Brandon Hall Excellence Awards-ის ჯილდო კატეგორიაში „სწავლების ტექნოლოგიის საუკეთესოდ დანერგვა“, CrossKnowledge პლატფორმის წარმატებით გამოყენებისთვის.

Brandon Hall Excellence Awards - ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნესამოცანების გადაწყვეტის მიხედვით.

ონლაინ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) თანამშრომლები  გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, მათ შორის ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. ბილაინის თანამშრომლებისთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და  LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი.

ბილაინი თანამედროვე ციფრულ პლატფორმებს აქტიურად იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორისაა Lever.co - თანამშრომლების შერჩევისთვის და Talmundo - ახალი თანამშრომლების ადაპტაციისთვის. შიდა კომუნიკაციების ეფექტურად წარმართვისთვის, პლატფორმის გამოსვლიდან მალევე - 2018 წლის ივლისში, ბილაინმა ოფიციალურად  დანერგა Facebook Workplace -იც.

თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად, ბილაინში არც მომხმარებელი ავიწყდებათ და მათი კმაყოფილების გასაზომად მსოფლიოში აღიარებულ ონლაინ პლატფორმას  - Medallia-ს იყენებენ. მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი - Medallia, ბილაინმა 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე, სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც - ვებგვერდი და აპლიკაცია. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics