|
2019-09-04 12:44:10, 904 ნახვა
საზოგადოება
ერთი თვის წინ გახსნილი გლდანის პარკი დააზიანეს [ფოტო]
დაახლოებით 1 თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ 3 ჰექტარზე, სხვადასხვა ზონებად დაყოფილი პარკი მოაწყო, თუმცა ის უკვე დაზიანებულია. „ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, რომ იქ მოეწყობოდა სივრცე ახალი ხე-მცენარეებით. სპეციალურად ბავშვებისთვის რამდენიმე ახალი სივრცეა მოწყობილი, როგორც საკალათბურთო მოედანი, ისე სკეიტბორდისთვის და ველოსიპედებისთვის, ასევე, სათამაშო გასართობი ატრაქციონები პატარებისთვის, სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, ველობილიკები. სივრცე არის განათებული და გამწვანებული. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა. „გული მწყდება, რადგან, ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდეს და ავეჯს ამტვრევდეს. ეს საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, სკვერები ხომ კეთდება იმისთვის, რომ ადამიანს ესიამოვნოს იქ ჩასვლა, ბავშვის ჩაყვანა, დაისვენოს კომფორტულ გარემოში. თუ ეს დავამტვრიეთ და დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მაქსიმალურად გაამკაცრონ ზომები, დაამატონ კამერები და გამოყონ თანამშრომლები, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ. „ვფიქრობ, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი, ყველა ბედნიერი იყო და ყველა ვამაყობდით. თუ დავანგრიეთ და დავამტვრიეთ, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, ხე-მცენარეები დავრგეთ და მათ ირგვლივ წითელი მულჩი იყო მოყრილი, ის მოიპარეს და წაიღეს. საოცრებები ხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გვერდით დაგვიდგება. ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის პარკს. გვაქვს სხვადასხვა შემთხვევები და ვფიქრობ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)