12:12 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 12:14:40, 899 ნახვა

საზოგადოება
„არ მივცემთ საშუალებას, მშვიდად ჩაატარონ სხდომები“ - პარლამენტთან #სირცხვილიას აქცია მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივსტები პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებამ ახალი მუხტი შეძინა საპროტესტო აქციებს, რომელიც უკვე 77-ე დღეა მიმდინარეობს და მას პერმამენრტული ხასიათი ექნება.

 „ჩვენ შევაწუხებთ ჩვენს დღევანდელ მთავრობას ყველაგან, სადაც მივლენ. მათ არ მივცემთ მოსვენების საშუალებას და არ მივცემთ რუსული გეგმების განხორციელების საშუალებას. მშვიდად ისინი აქ ვერ იქნებიან, მანამ სანამ აქ რუსულ პოლიტიკას გაატარებენ. როგორც ჩანს, რუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდა მე დავტოვებ თანამდებობასო, ამის ნაცვლად იგი დააწინაურეს და დააყენეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. რაც მოიწონა სერგეი გავრილოვმა. ამას გავაპროტესტებთ ყველაგან და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანად ჩაატარონ თავიანთი სხდომები“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics