11:26 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 11:54:49, 775 ნახვა

საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა. 

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახია, რაც  სერიოზული პრობლემაა. აღნიშნული ოჯახები ათეული წლებია ამ პრობლემით ცხოვრობენ. ჩვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დავიწყეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. გამოვყავით მიწის ნაკვეთები, შერჩეულია თბილისის სხვადასხვა რაიონი და ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. კომპანიები გვთავაზობენ წინადადებებს, ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემს მუნიციპალიტეტს. უკვე რამდენიმე პროექტი წარმატებით განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით,  ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იქნება. 

„არჩილ მეფის ქუჩის N13-სა და N15-ის მიმდებარედ არსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს „ნიუ სითი დეველოფმენტმა“ გაიმარჯვა. ქონების მართვის სააგენტოში ორი კომპანიის განაცხადი შემოვიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კი დაზარალებულებისთვის გადასაცემად 9 200 კვ. მეტრის ოდენობის ფართი შემოგვთავაზა. დაზარალებულებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა თავიანთი სოციალური მდგომარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც ფართების გადაცემის რიგითობა განისაზღვრება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერი მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამჯერად, ფართები საკუთრებაში 59 ოჯახს გადაეცემა.

„იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს,  სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ - 30, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ - 23, ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics