11:27 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 11:49:46, 666 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ბახტაძე ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქს და ეს საქმითაც აისახა - მადლობას ვუხდი მას

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის. 

„მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებს და ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. მე ყოველთვის მითქვამს: ერთობა, ერთად დგომა და გუნდურობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა, ასევე, წარმატება უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს. 

„მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, წარმატებები ვუსურვო მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, ერთიანი ძალისხმევით და თანამშრომლობით შევძლებთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ დედაქალაქისთვის. ამას ჭირდება ბევრი მუშაობა, ძლიერი ზურგი ცენტრალური ხელისუფლების სახით, რომ შესაძლებელი იყოს ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო დიდი ტრანსფერის გაკეთება, რომ მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს თბილისს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

 

(NS)





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics