11:26 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 10:35:48, 1551 ნახვა

საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს და არსებულ პრობლემებს.

ყურადღება გამახვილდა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და  სოციალური დაცვის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც გორის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობის და მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება ასახული შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისა და საჭიროებების უზრუნველყოფის გზები. 

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და კობა კობალაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics