|
2019-08-30 17:26:24, 1932 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უძღვებოდა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, მნიშვნელოვანია საკითხების განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან მოხდეს, რაც საბოლოოდ, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს. გიორგი ხანიშვილმა სტრატეგიის, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც კონსოლიდირებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ძირითადი ორიენტირის განმსაზღვრელი იქნება. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით, ჩვენი მიზანია სოფელი წარმოვადგინოთ როგორც ბიზნესმოდელი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ახალი სტრატეგია წარმოდგენს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვას და ჩაანაცვლებს დღეს მოქმედ სოფლის მეურნეობის სტრატეგიას. ახალი სტრატეგია თავსებადია საქართველოს მთავრობის გრძელვადიან ხედვასთან და საბიუჯეტო პარამეტრებთან. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებზე პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარადგინა. ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება. სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდა დისკუსიით, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამთავრობო და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტების ჩართულობით განახორციელა.
(NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)