2019-08-29 11:32:42, 1560 ნახვა
საზოგადოება
თბილისში შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს
თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნიღბიანმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა დიდი ოდენობით თანხა და ავტომობილი გაიტაცეს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ავტომანქანა იპოვეს, თუმცა დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან